ისნის, სამგორის, საბურთალოს, ნაძალადევის, კრწანისის რაიონების მოსახლეობას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
„ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის, დოლაბაურის, იორის, პატარძეულის, უჯარმის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას, მხარგრძელის, ხომლელის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის, 17 შინდისელი გმირის, უძოს და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის მასივის X კვარტალის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივი), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ), თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის, აბაშვილის, კალოუბნის, კახეთის, საცხენისის და ელდარის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, სანერგის, სვანეთის, ცინცაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, იმერეთის, კოხრეიძის, რიონჰესის, გიორგი სააკაძის, დიდი ჯიხაიშის, ლეჩხუმის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ხათუნა ჭიჭინაძის და ხევის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სამღებროს, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის და ორპირის ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
