LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი იმ პალესტინელი არაბების აცრას იწყებს, რომლებსაც ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვთ

83
FORTUNA.GE- (10)

ისრაელმა ვაქცინაციის მასშტაბური პროგრამა გასული წლის დეკემბერში დაიწყო.

ახლა კი ხელისუფლება იმ პალესტინელი არაბების აცრას იწყებს, რომლებიც ქვეყანში ცხოვრობენ და აქვთ ისრაელში მუშაობის უფლება.

ქვეყნის მთავრობა განმარტავს, რომ ისრაელს არ აქვს ვაქცინაციის ვალდებულება ქვეყანაში მცხოვრები პალესტინელების მიმართ და ეს ჟესტი მხოლოდ კეთილი ნების გამოხატვაა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების პოზიციას, მათი განმარტებით, ისრაელი, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს პალესტინელების ვაქცინაციის პროცესი.

ისრაელში ვაქცინაცია გასული წლის 20 დეკემბერს დაიწყო.

ამ დროისთვის, ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 54 პროცენტი, ხოლო მოსახლეობის 40%-ზე მეტი უკვე აცრილია ვაქცინის 2-ჯერადი დოზით.

ისრაელის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ გეგმავს ჭარბი ვაქცინების გაზიარებას აფრიკაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g