დღეიდან ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. რეგულაციები ძალაში 11 ოქტომბრამდე დარჩება.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საეჩო ისრაელში, საკუთარ მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს:
„ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში, 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის აფთიაქები.
პანდემიის მეორე ტალღა: რა ხდება და რას გეგმავს მსოფლიო