LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ მიაწვდის

68
Minister of Defense Benny Gantz at a ceremony in memory of the Israeli soldiers who were killed in the First Lebanon War- Operation Peace for Galilee, at the National Hall of Remembrance at Mount Herzl in Jerusalem on June 14, 2022. Photo by Olivier Fitoussi/Flash90 *** Local Caption *** הר הרצל
 מלחמת לבנון
 שלום הגליל
ראשונה
היכל הזיכרון
בני גנץ

ისრაელი უკრაინას არ მიაწვდის შეიარაღებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა.

როგორც განცმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ისრაელი „სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრების გამო“ არ მიაწვდის უკრაინას იარაღს.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ისრაელმა კიევს შესთავაზა შექმნას საჰაერო იერიშების ადრეული შეტყობინების სისტემა – იმის ანალოგიური, რასაც თავად ისრაელი იყენებს.

გუშინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ კიევი ისრაელს ოფიციალურ მოთხოვნას გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე.

„დადგა დრო, ისრაელი ღიად დადგეს უკრაინის მხარეს“ – აღნიშნა კულებამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g