LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა

65
ნაფტალი ბენეტი

12 წლის შემდეგ, ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 

ქვეყნის ახალ მთავრობას 120 დეპუტატიდან მხარი 60-მა დაუჭირა, შედეგად კი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი გუნდი, საკუთარი შემადგენლობით ახალმა პრემიერმა, ნაფტალი ბენეტიმ ჩაანაცვლა.

ნაფტალი ბენეტისა და იაირ ლაპიდის ე.წ. “ცვლილებების მთავრობის” არჩევის შემდეგ, თელ-ავივში, რაბინის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და კენჭისყრის შედეგები იზეიმა.

ახალი მთავრობის სპეციფიკის მიხედვით, ნაფტალი ბენეტის კოალიციური პარტნიორი, იაირ ლაპიდი ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი გახდა და ვიდრე ნაფტალი ბენეტისგან მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას ჩაიბარებს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

შეგახსენებთ, ბენეტის წინამორბედი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელს 12 წლის განმავლობაში მართავდა.

 

ამავე თემაზე:

ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ისტორიაში უდიდეს საარჩევნო თაღლითობას უწოდებს

ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა მმართველი კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g