ისრაელში, იაფაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
როგორც დაჯგუფებაში აცხადებენ, ორივე ტერორისტი მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, „ჰამასის“ წევრები იყვნენ.
იაფაში, რკინიგზის სადგურთან სროლის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე – ილია ნოზაძე დაიღუპა.
დაშავდა 16 პირი.
ვიდეო: ისრაელის ტელევიზიამ გარდაცვლილების ვინაობა გაასაჯაროვა – მათ შორის ქართველი ილია ნოზაძეა
ისრაელში ტერაქტს ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორივე ტერორისტი განეიტრალებულია.