ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.
„ამჟამად ისრაელის მილიონობით მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.
ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს, “ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა და თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა.
ოფიციალური ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი.
საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში