LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის საგარეო უწყება ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდებს

215
BeFunky-collage (3)

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უნდა გადადგეს იმ აღმაშფოთებელი კომენტარებისთვის, რომელიც მან ისრაელთან დაკავშირებით გააკეთა, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა BBC-ს განუცხადა.

ლიორ ჰაიატის მწვავე რეაქცია მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას, რომ ისრაელზე თავდასხმის წინაპირობა მრავალწლიანი ოკუპაციაა.

„მსხვერპლის გვერდში დგომის ნაცვლად, ის მსხვერპლს ადანაშაულებს იმ სისასტიკის გამო, რომლის მსგავსი ჰოლოკოსტის შემდეგ არ გვინახავს..

„მე გამოვიარე ჯოჯოხეთი“ - რას ჰყვება „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის მძევალი ქალი, რომელიც 17 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში, გვირაბებში ჰყავდათ დატყვევებული

ლიფშიცი ყვება, რომ გატაცების დროს მას ჯოხით სცემეს, თუმცა შემდეგ ნორმალურად ექცეოდნენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, გათავისუფლებისას ერთ-ერთი გამტაცებლისთვის ხელი ჩამოერთმია.

იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა“, – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 ოქტომბერს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ენტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა.

ამასთან, მან შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო ღაზაში და ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვასა და ნგრევის და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გამო განაცხადა, რომ ეს არის „განგაშის გამომწვევი“.

„პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.

ისრაელის არმია მე-19 დღეა ბომბავს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორს. კონფლიქტის მხარეთა ბოლო ცნობებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 5000-ზე მეტი ადამიანი.

magti 5g