„ამ დროისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ირანის რეჟიმის რაკეტების გაშვებისა და წარმოების შესაძლებლობების დაზიანებას და შემცირებას“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა.
ისრაელის სამხედრო ძალებში ამბობენ, რომ ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმებს აგრძელებენ და ძირითადად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინაზე არიან ფოკუსირებული.
არსებობს თუ არა ბირთვული კატასტროფის და რადიაციული დაბინძურების საფრთხე საქართველოში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვულ ობიექტს დაარტყა – ნინო ჩხობაძის განმარტება
„თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა, ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ევინის ციხის შესასვლელს შეუტიეს. ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეებს შორისაა: ევინის ციხე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენობა და გუშაგთა კორპუსის შეიარაღებული ფრთის, „ბასიჯის“ შტაბ-ბინა.
დასავლური მედიის ცნობით, ევინის დაკავების ცენტრში მოქმედი უსაფრთხოების ძალები ცნობილია ადამიანის უფლებების დარღვევის ხანგრძლივი ისტორიით.
მათივე ინფორმაციით, ევინის ციხეში მყოფ პირებს შორის არიან პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები და მუსიკოსები.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა
შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.