LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა

91

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. ოფიციალური თელ ავივის განცხადებით, საჰაერო შეტევა ღაზის სექტორის მხრიდან რადიკალების მიერ გახსნილი ცეცხლის პასუხია.

17 ოქტომბერს, ღამით, ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაზე ღაზის სექტორიდან რადიკალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რა დროსაც, რამდენიმე შენობა დაზიანდა. თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელის ავიაციის განცხადებით, საჰაერო თავდასხმის სამიზნე ღაზის სექტორში, ტერორისტების ობიექტები იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g