ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელსა და ტერორისტულ ჯგუფს შორის შეტაკებების შედეგად 126 პალესტინელი დაიღუპა, ასევე დაიჭრა 950. სამინისტროს ცნობითვე, დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვნები.
ისრაელის მხარის ინფორმაციით კი, მსხვერპლთა უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. ისრაელის მხარეს კი, დანაკარგი 8-ს შეადგენს, მათ შორის ერთი სამხედროა, რომელიც ღაზას სექტორის საზღვართან პატრულირებდა, 6 კი მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
მედიის ცნობით, ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კონფლიქტის დაწყების დღიდან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. მათი უმეტესობა საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო, 350-მდე რაკეტა კი, თავად ღაზას ტერიტორიაზე ჩამოვარდა.