Reuters-ის ცნობით, ისრაელში ალ-აკსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება იყო, რის შედეგადაც, სულ მცირე, 152 ადამიანი დაშავდა.
მოქალაქეებს დაზიანებების დიდი ნაწილი მიყენებული აქვთ რეზინის ტყვიებით, ყუმბარებითა და სამართალდამცველების ხელკეტებით.
პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სრული პასუხისმგებლობას ისრაელს დააკისრა. ისრაელის პრემიერი კი ამბობს, რომ მუშაობენ სიმშვიდის აღსადგენად, როგორც წმინდა ტაძრის მთაზე, ასევე მთელ ისრაელში. მისივე თქმით, მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის.