LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში ექსპერიმენტული თერაპიით კორონავირუსით დაინფიცირებული უმძიმესი პაციენტები გადაარჩინეს

1638
covidnewsap10

ისრაელში კორონავირუსით დაავადებული 6 კრიტიკული პაციენტი, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, ფარმაცევტული კომპანია Pluristem Therapeutics-ის მიერ შემუშავებული, პლაცენტაზე დაფუძნებული უჯრედული თერაპიით გადაარჩინეს.

პაციენტებს ისრაელის სამ სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. ყველა მათგანს სუნთქვის ძლიერი უკმარისობა და კოვიდ-19-ით გამოწვეული სხვადასხვა გართულებები აღენიშნებოდათ. 4 პაციენტს ორგანოთა რამოდენიმე სისტემის უკმარისობა ჰქონდა, მათ შორის კარდიოვასკულარული გართულებები და თირკმლის უკმარისობა.

Pluristem-ის მონაცემებით აღნიშნული კრიტიკული პაციენტები არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ 4 მათგანს სასუნთქი პარამეტრების გაუმჯობესება აღენიშნება. 2 პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, საერთო ჯამში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.

,,ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ პირველადი შედეგებით და ვაპირებთ PLX უჯრედების გამოყენების ფართოდ დანერგვას, რათა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემებს და პაციენტებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ”,  – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა იაკი იანეიმ.

მისი თქმით Pluristem გეგმავს გამოიყენოს თავისი რესურსები იმისათვის, რათა PLX უჯრედების დიდი რაოდენობა გახდეს ხელმისაწვდომი იმ პაციენტებისათვის, ვისაც ეს სჭირდება.
PLX უჯრედები ალოგენური, მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების მსგავსი უჯრედებია,რომლებსაც იმუნომოდულირების უნარი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ იმუნური სისტემის ბუნებრივი რეგულატორების, T უჯრედების და M2 მაკროფაგების სტიმულირება. მათი გამოყენების შედეგად შესაძლოა მოხდეს იმუნური სისტემის საშიში ოვერრეაქციის თავიდან აცილება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

უდიდესი ალბათობით, თერაპიას შეუძლია პნევმონიის ფატალური სიმპტომებისა და ფილტვის ქსოვილების დაზიანების მინიმუმამდე დაყვანა. წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა PLX უჯრედებზე გამოავლინა მათი მნიშვნელოვანი როლი ცხოველებში პულმონალური ჰიპერტენზიის, ფილტვის ფიბროზის, თირკმელების და კუჭ-ნაწლავის პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში.

Pluristem აპირებს გამოვიდეს თერაპიის მრავალკლინიკური გამოცდის ინიციატივით და მსოფლიოს შესთავაზოს მისი გამოყენება უშუალოდ კორონავირუსის მიერ გამოწვეული გართულებების სამკურნალოდ.

,,კომპანია ამ ეტაპზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ კლინიკური სტრატეგია Covid-19-iის წინაარმდეგ“- აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g