LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია, რომანტიკა, ფანტასტიკა – როგორ დაითანხმეს თენგიზ ცერცვაძე ფილმში მონაწილეობაზე

212
cercvadze

მას შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ ყველაზე მეამბოხე ქართველი ექიმი. თუ ფიქრობს, რომ ვინმე არასწორად მოიქცა, ხმამაღლა და დაუნდობლად აკრიტიკებს.

ალბათ უკვე მიხვდით, გიყვებით თენგიზ ცერცვაძეზე, ქვეყნის მთავარ ინფექციონისტზე, ინფექციური საავადმყოფოს 72 წლის დირექტორზე, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

ის არ მოერიდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს კრიტიკას და არ დაინდო ოპოზიცია, რომელიც პრემიერს კორონავირუსთან ბრძოლაში აკრიტიკებდა. ის არ მორიდებია არც ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს.

ის სამ მუშკეტერს შეადარეს, მაგრამ სამი მუშკეტერიდან სავარაუდოდ ფილმში არც ერთის თამაში არ მოუწევს.

თუმცა ჩვენს მას ფილმში მაინც ვიხილავთ. ამ საქმეს ხელი რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მოკიდა.

სიყ­ვა­რულ­ზე, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ზე და დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, ანუ ისტორიულ-რომანტიკულ- ფანტასტიკური ფილმის გადაღება ხომასურიძემ უკვე დაიწყო.

თენგიზ ცერცვაძე ფილმში საკუთარ თავს ითამაშებს.

„ის ახლანდელ დროშიც იქნება და წარსულშიც“, – აცხადებს რეჟისორი.

მისივე თქმით, ცერცვაძე სიამოვნებით შეუერთდა მათ კამპანიას.

ამის წაკითხვის შემდეგ ალბათ ცოტა დაიბენით და ვერ მივხვდით, როგორ შეიძლება სიუჟეტი განვითარდეს, მით უფრო, რომ რეჟისორის თქმით, ფილმში იქნება ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ისტორიებიც.

ასევე ფილმში ვიხილავთ დავით აღმაშენებელს, გალაკტიონს, რუსთაველს, ნიკო ფიროსმანს, კლოდ მონეს…

გმირებს სახელებიც იშვიათი აქვთ, ონი და ქარი.

ძირითადად ფილმი საფრანგეთიდან დაბრუნებულ წყვილზეა, რომელიც პანდემიის გამო ერთმანეთს ვერ ხვდება, სუნთქვითი ვარჯიშებით კი, ისინი დროში გადაადგილებას სწავლობენ და ქართულ ისტორიულ პერსონაჟებს ხვდებიან. პირველი, ვისაც ერთ-ერთი გმირი, კომიდან გამოსვლის შემდეგ დაინახავს, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება.

მოკლედ, ჯერ ყველაფრის კარგად მიხვედრა ალბათ ძნელია.

სჯობს, სათქმელი თავად რეჟისორმა თქვას.

პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები