LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორია, რომელიც ჩემი შვილების სისხლით დაიწერა… დედი, ჩემო შვილებო…“ – რა კადრებს ავრცელებს ზესტაფონში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა

5967
ფატი ჭელიშვილი

ზესტაფონში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს წერს.

ემიგრაციაში მყოფი დედა, გარდაცვლილი შვილების კადრებს ავრცელებს.

სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა

„ისტორია, რომელიც ჩემი შვილების სისხლით დაიწერა… ეს საშინელებაა დედი, ჩემო შვილებო…“ – წერს ფატი ჭელიშვილი.

შეგახსენებთ, 11 წლის წინ, ზესტაფონში მომხდარმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა – 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა. სერგი საცერაძეს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი კი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.

სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.

2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g