ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ქართულმა წყვილმა 196.14 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები იტალიელები გახდნენ – ბაკარიმ და გარისემ 199.19 ქულა დაიმსახურეს და მცირედით გაასწრეს ბერულავასა და მეტელკინას.
10 იანვარს მოკლე პროგრამებით იასპარეზეს მამაკაცებმაც. 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე 77.00 ქულით ჯერჯერობით მე – 10 ადგილზეა. თავისუფალი პროგრამა გაიმართება 12 იანვარს.