UFC-ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბის, ,,მადრიდის რეალის” ლეგენდარულ სტადიონზე ,,სანტიაგო ბერნაბეუზე”, 81 000 მაყურებლისა და ლეგენდარული ფეხბურთელების წინაშე ჩემპიონის ქამარი წარადგინა.
ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, 18 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.
თოფურიას ისტორიული გამარჯვება ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.
ვიდეო: „5 წლის ილია ეხვეწებოდა, ჩემს ქვეყანაში წამიყვანეო“ – რას იხსენებს ილია თოფურიას ბაბუა