LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისტორიული დღეა”- პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

97
სალომე-ზურაბიშვილი-1

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა.

სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილება იქნება გარანტია, რომ ქვეყანაში ჩატარდება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები.

„ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში დღეს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ასევე ყველა წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველა უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში,

ყველამ ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატება პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება არ აწყობდეს, ასევე ბევრი გამოწვევა გველოდება არჩევნების გზაზე.მე მჯერა ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭირვალე და სამართლიან არჩევნებს. მჯერა, რომ ამაში პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს,”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

შეგახსენებთ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g