„ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერში“ წერს.
მისი განცხადებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ მისი ადგილი ევროპულ ოჯახშია.
„ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
Today is a historic day for ??, we have officially applied for the Membership of the European Union ??. We have proved that we are a part of the European family & ?? path is an irreversible choice for the Georgian people! pic.twitter.com/ysaj1JCOY6
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 3, 2022