LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მისია მარსზე – „ნასას“ როვერი წითელ პლანეტაზე დაეშვა

196
nasaonmars

გუშინ “ნასას” მიერ მარსზე გაგზავნილი როვერი “შეუპოვრობა” წითელ პლანეტაზე დაეშვა.  წინა როვერებისგან განსხვავებით, რობოტი დაშვების სპეციფიკურ ტექნიკას ფლობდა, რისი საშუალებითაც წინამორბედი 8 რობოტისაგან განსხვავებით, როვერმა მარსის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაშვება შეძლო.

“შეუპოვრობა” მარსზე 11 წუთის განმავლობაში ჯდებოდა. სპეციალური პროგრამის დახმარებით იგი სწორედ იმ კრატერთან დაჯდა, რომლის გამოსაკვლევადაც გაგზავნეს. ახალი მარსმავალი ჯეზეროს კრატერს შეისწავლის, რომელიც შორეულ წარსულში ტბა უნდა ყოფილიყო. „შეუპოვრობის“ მთავარი მისია კრატერში სპეციფიკური მინერალების და ბაქტერიების აღმოჩენაა, რადგან მისი წყალობით მეცნიერებს აქვთ სასუალება ეძებონ იმ სავარაუდო სიცოცხლის ფორმების კვალი, რომელბიც ოდესღაც მარსის ტბაში ბინადრობდნენ. ჯეზეროს კრატერი საინტერესოა მარსის გეოლოგიის შესწავლის კუთხითაც, რადგან მეცნიერების ვარაუდით, ის პლანეტის ფორმირებიდან მალევე, მეტეორის შეჯახების შედეგად გაჩნდა.

„ნასას“ მარსმავალი კრატერის სხვადასხვა წერტილიდან ნიადაგის 40 ნიმუშს აიღებს, რომლებსაც დედამიწაზე უკვე შემდეგი მისია ჩამოიტანს.

მრავალფუნქციური რობოტი  23 კამერით არის აღჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მეცნიერები მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალით მოამარაგოს.

„შეუპოვრობა“ წითელი პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის ნიშნების ძებნას ერთი მარსული წელიწადის (ჩვენი ორი წელიწადის) განმავლობაში განაგრძობს…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g