LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული ვერცხლი: ბერულავამ და მეტელკინამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს!

111
საქართველოს ბანკი

2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამუდამოდ ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში. წყვილთა ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რაც პირველი ოლიმპიური მედალია საქართველოსთვის ზამთრის თამაშების არსებობის მანძილზე.

წყვილმა, რომელიც ტურნირზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა, ყველა იმედი გაამართლა. ბელურავამ და მეტელკინამ „ბოლეროს”, Le Discours d’Arthur-სა და Keeping Me Alive-ის ფონზე ამაღელვებელი ესთეტიკის ნიმუში შემოგვთავაზეს და დამსახურებულ ოლიმპიური მედალს დაეუფლნენ.

ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას შედეგები:

  • მოკლე პროგრამა: 75.46 ქულა (II ადგილი);
  • თავისუფალი პროგრამა: 146.29 ქულა (II ადგილი);
  • ჯამური ქულა: 221.75.

ოქროს მედლის მფლობელები იაპონელები, რიკუ მიურა და რიუჩი კიჰარა გახდნენ. აღსანიშნავია, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ იაპონური წყვილი მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებდა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში მათ წარმოუდგენელი რამ შეძლეს და თავისუფალ პროგრამაში 158.13 ქულა დააგროვეს. ამით მათ ჯამური 231.24 ქულა დაუგროვდათ, რამაც იაპონიას წყვილთა ფიგურულ ციგურაობაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 1994 წლიდან ასპარეზობს და 26-ე ქვეყანაა, რომელმაც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო.

მილანის ოლიმპიურ ვერცხლამდე ერთი თვით ადრე ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ერთგვარი სიმბოლიზმით, მათ მოკლე პროგრამაში შესანიშნავად შეასრულეს მორის რაველის საკულტო „ბოლერო“ – მუსიკა, რომლითაც ლეგენდარულმა ბრიტანულმა წყვილმა, ტორვილმა და დინმა, 1984 წლის სარაევოს ოლიმპიადაზე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ქართულმა წყვილმა ორივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჯამური 215.76 ქულით დამსახურებულად გაიმარჯვა.

საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია. 

(R)

magti 5g