იტალიელებმა გადაწყვიტეს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, დაცლილი სოფლები გააცოცხლონ, ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ დასახლებას გადაწყვეტს სოლიდურ თანხას – 9 ათას ევროს გადაუხდიან. თუკი სოფელში გადასვლას ოჯახი გადაწყვეტს, მაშინ ბავშვებისთვის ცალკე – 1000 ევრომდე დახმარებაც დაწესდება.
რაც შეეხება საცხოვრებელს, მაგალითად სიცილიიის პატარა ქალაქ სამბუკაში სახლები სიმბოლურ 1 ევროდ გაიყიდება. ერთადერთი პირობა დასახლებაში რამდენიმე წლით დარჩენა, რაიმე ბიზნესის დაწყება და ახალი ცხოვრების სურვილია.
აღსანიშნავია, რომ შეთავაზება არა მხოლოდ იტალიელებზე, არამედ უცხოელებზეც მოქმედებს და სოფელში გადასვლის მსურველები თვეში 6 ათას ევროს მაინც მიიღებენ.
ამჟამად იტალიაში 140-მდე პატარა სოფელია, რომელთა მოსახლეობაც ყოველწლიურად მცირდება და უკვე 100-200 ადამიანს თუ შეადგენს.
საკონტაქტო მეილი- [email protected]