რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების მიზნით, იტალია გეგმავს, რომ ბუნებრივი აირის იმპორტი ალჟირიდან გაზარდოს. საკითხზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ისაუბრა, ინფორმაციას კი Reuters ავრცელებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილებებზე, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას და კეთილდღეობას. ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება აუცილებელია“, – აღნიშნა მარიო დრაგიმ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, იმპორტირებული ბუნებრივი აირის 40%-ს იტალია რუსეთის ფედერაციიდან იღებს.