LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა

126
italia_w_h

იტალიამ კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს.

„საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ, რომელმაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობის უმკაცრესად დაგმობა გაიმეორა, ასევე, უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე (რაც წევრ სახელმწიფოებში კონსენსუსის ნაკლებობის გამო დაიბლოკა).

ჩვენი ქვეყანა, ასევე, შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე, შეჩერებულ იქნას დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება, რაც მიღებულ იქნა.

საბოლოოდ, იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარეს უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ბოლო დროის გადაწყვეტილებები, რომელთაც მისი ევროპული გზა შეაჩერეს, შეიძლება გადაიხედოს”, – ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g