LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, საახალწლო ღონისძიებები აკრძალა

91
კოვიდი იტალიაში

იტალიამ, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანსას განაცხადებით, ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ.

ამასთან, 31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და ღია ცის ქვეშ სხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარება, იხურება დისკოთეკები და საცეკვაო კლუბები.

იტალიაში, „ომიკრონ“ ვარიანტმა გავრცელება დაიწყო. ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანსას ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 89% ვაქცინირებულია, თუმცა მთავრობას სურს მოქალაქეების „ბუსტერ“ დოზით აცრის პროცესი დააჩქაროს. ამ მიზნით, „ბუსტერის“ მიღების პერიოდი 5 თვიდან 4 თვემდე შემცირდა.

გარდა ამისა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეამცირონ კოვიდ-19-ის ჯანმრთელობის სერტიფიკატების მოქმედების ვადა. კერძოდ, 1-ელი თებერვლიდან, კოვიდ სერტიფიკატების მოქმედების ვადა 9 თვის ნაცვლად 6 თვით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g