იტალიაში გადაწყვიტეს, რომ ააშენონ უზარმაზარი ხიდი, რომელიც სიცილიას ქვეყნის კონტინენტურ ნაწილთან დააკავშირებს. სიახლის შესახებ Euro Weekly News წერს.
კოლოსალური პროექტის რეალიზება 2024 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ხოლო ხიდის ექსპლუატაციის დაწყება კი 2030 წლისთვის უნდა დაიწყოს.
გიგანტური ხიდის პროექტს წარსულშიც განიხილავდნენ, თუმცა მშენებლობამდე საქმე ვერა და ვერ მივიდა. პრემიერ მინისტრის თქმით, იტალია ევროკავშირისგან ელის მხარდაჭერას.
ხიდმა კუნძულის ეკონომიკა უნდა გამოაცოცხლოს და პროდუქციის საერთაშორისო ტრანსპორტირებაც გაამარტივოს.
ბუნებრივია, პროექტს კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავს და მათი აზრით, გიგანტური ხიდი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უაზრო ხარჯია და თან ადგილობრივ ეკოსისტემასაც დიდ ზიანს მიაყენებს.