LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ავტომობილით ბავშვის გადაყვანის წესი მკაცრდება

75
1573234494-610290-83

იტალიამ ავტომობილით მცირეწლოვანი ბავშვის გადაყვანის წესი გაამკაცრა. ამიერიდან ყველა საბავშვო სავარძელს გადამცემი უნდა დაუმონტაჟდეს და სიგნალი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი პატარა ავტომობილში მარტო დარჩება.

სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები არაერთხელ დასრულებულა ტრაგედიით.

იმისათვის, რომ მშობლებს მოწყობილობის შეძენა გაუმარტივდეთ, 2020 წლის ბიუჯეტში გადამცემის ღირებულება გათვალისწინებული იქნება და საშემოსავლო გადასახადიდან გამოიქვითება.

როგორც კანონშია ნათქვამი, ეტლს ექნება სიგნალიზაცია, რომელიც მძღოლს გააფრთხილებს რომ ავტომობილში არის ბავშვი და მას დახმარება სჭირდება.

ისინი ვინც ახალ კანონს არ დაემორჩილებიან ჯარიმას – 81-დან 326 ევრომდე მიიღებენ და ასევე მართვის მოწმობას 5 ქულაც მოაკლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები