LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იტალიაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა“ – ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

536
მკვლელობა

21 ოქტომბერს, თბილისში, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მომხდარის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ადგილობრივი მაცხოვრებლები საუბრობენ და ამბობენ, რომ 37 წლის თემურ აივაზიანი და მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთმანეთს იცნობდნენ. მათივე თქმით, მომხდარს წინ უძღოდა ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი.

მეზობლების თქმით, თემურ აივაზიანი იტალიაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ადგილობრივების განცხადებით, ის კლდიაშვილის ქუჩაზე სტუმრად ბიძასთან იმყოფებოდა, შემთხვევის დროს კი, უბნელ მამაკაცებთან და ბიძაშვილებთან ერთად გარეთ იდგა, რა დროსაც მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა მას ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა.

„ძალიან კარგი ბიჭი იყო. თუ არ ვცდები, „ოცნებაში“ იყო დასაქმებული, ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. ის დამნაშავე, ვინც მანქანიდან ესროლა, ძალიან ცუდი ადამიანია”,- განაცხადა მედიასაშუალებასთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გასულ ღამეს ისნის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ფაქტზე სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები