LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ელექტროსკუტერების გამოყენების წესები გაამკაცრეს

45
italiasctr

იტალიაში ელექტროსკუტერების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ახალი საგზაო წესები შემოიღეს.

ამიერიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სკუტერებისთვის მაქსიმალური სიჩქარე 25-დან 20 კმ/სთ-მდე შეიზღუდა. ამასთან, ელექტროსკუტერით ტროტუარზე გადაადგილებაც აიკრძალება.

ახალი წესების მიხედვით, ეკოლოგიური ტრანსპორტის ტროტუარზე გაჩერებაც დაუშვებელი იქნება, გარდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ადგილებისა. უკანონო პარკინგთან საბრძოლველად, გამქირავებელი კომპანიები კლიენტებს მოსთხოვენ ფოტოს, სადაც საბოლოო გაჩერების ადგილი იქნება ასახული.

მომავალში იტალიაში კიდევ უფრო მეტი შეზღუდვის შემოღებას გეგმავენ, მაგალითად სკუტერზე სპიდომეტრის ხმოვანი სიგნალის დამონტაჟება იქნება სავალდებულო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვები ელექტროსკუტერებს წელს ფინეთშიც დაუწესეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g