იტალია გეგმავს, რომ მართვის მოწმობა ჩამოართვას იმ ადამიანებს, ვინც შინაურ ცხოველს გზაზე დატოვებს. ინიციატივის ავტორი იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.
ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა მართვის მოწმობის დროებით შეჩერებით ან სამუდამოდ დაკარგვით შეიძლება დასრულდეს. დროებით შეჩერების შემთხვევაში მძღოლს მოუწევს, რომ დოკუმენტის აღსადგენად გამოცდა თავიდან ჩააბაროს.
წინადადება დადებითად შეაფასეს ცხოველთა უფლებების დამცველებმა. მინისტრიც კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად ემზადება. კანონი კი ძალაში სავარაუდოდ მომავალი წლის აგვისტოდან შევა.