საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა მოგზაურობის სტატისტიკას აქვეყნებს.
მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე 2019 წლის იანვარში გერმანიაში გაემგზავრა (7449).
მოგზაურებისთვის პოპულარული იყო იტალია (4172 გასვლა), პოლონეთი (3336), საბერძნეთი (3307), საფრანგეთი (3004), ესპანეთი (2793), ავსტრია (2355), ჩეხეთი (1618) და უნგრეთი (1180).
ყველაზე ნაკლებად პოპულარული იანვრის თვეში ქართველებისთვის მალტა, ფინეთი და ისლანდია აღმოჩნდა. ისლანდიაში სულ 1 ადამიანი გაემგზავრა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა არშეშვებას, სტატისტიკაში იტალია ლიდერობს, სადაც საზღვრის კვეთა 39-მა მოქალაქემ ვერ შეძლო. უარის შემთხვევები დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: კვიპროსი (37), ესპანეთი (27), პოლონეთი (25), საფრანგეთი (22), გერმანია (14), უნგრეთი (6), საბერძნეთი (5), მალტა (3), ბელგია (2), ლატვია (2), რუმინეთი (2), ნორვეგია (1).