LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მემილიონე ჰეთჩბეკი Fiat Panda აიწყო

305

იტალიური ქალაქის, პომილიანო-დ’არკოს „ფიატის“ ქარხანაში კონვეირიდან მემილიონე „პანდა“ გამოვიდა. საიუბილეო ავტომობილი თეთრი ფერის Fiat Panda Cross გახდა, რომელიც აღჭურვილია 1,2 ლიტრის მოცულობის ძრავით. ავტომობილი იტალიელ შემკვეთს გაეგზავნება. “ფიატის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2016 წელს პანდა ევროპის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი საქალაქო ავტომობილი გახდა, ის ასევე იტალიის საავტომობილო ბაზრის ყველაზე პოპულარული მოდელია უკვე მეხუთე წელია.

აღსანიშნავია, რომ “ფიატ პანდას” ყველა თაობის ტირაჟი 7 500 000 ერთეულს შეადგენს.

საინტერესოა, რომ 1983 წელს Fiat Panda 4X4 ევროპაში სუბ კომპაქტური სეგმენტის პირველი სრულ ამძრავიანი სითიქარი გახდა. სამი წლის შემდეგ კი მოდელმა ძველ სამყაროში პირველმა დიზელის ძრავი მიიღო. 2004 წელს Fiat Panda Cross პირველი საქალაქო ავტომობილი გახდა სრული ამძრავით, რომელიც ევერესტზე ავიდა.

2006 წელს ფიატ პანდა გახდა პირველი კომპაქტური ავტომობილი მსოფლიოში, რომელმაც ქარხნულად მიიღო გაზის მოყობილობა.

https://vistanews.ru/auto/189040

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები