იტალიის კუნძულ ისკიაზე 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 30-მდე დაშავდა.
„როიტერსის“ ცნობით, დაღუპული ხანდაზმული ქალია, რომელიც ეკლესიის ნანგრევებში მოჰყვა.
შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია მაშველთა და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ისკიაზე 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.