ამ დროის მონაცემებით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.
სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
იტალიის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში სამხედროებიც ჩაერთნენ.
6,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა.