LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში, ქარ­თველ გო­გო­ნას სალომე ტეტუნაშვილს ეძებენ

693
სალი ტეტუნაშვილი

უკვე მეორე დღეა იტალიაში, ქარ­თველ გო­გო­ნას სალომე ტეტუნაშვილს ეძებენ. ინფორმაცია ფეისბუქ-ჯგუფ „ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი იტა­ლი­ა­ში“ და­ვით ცარ­ცი­ძემ გაავრცელა.

„და­ი­კარ­გა სალო ტე­ტუ­ნაშ­ვი­ლი. თუ ვინ­მემ იცით რა­ი­მე, გთხოვთ, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოთ. სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა“, – წერს დავით ცარციძე.

როგორც ცნობილია, სალი ტეტუნაშვილი 22 იან­ვარს, სა­ღა­მოს სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ის იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ნა­პო­ლიში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ერთ-ერთ ოჯახ­ში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და. იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ მისი დედა, მა­მი­დე­ბი და ბი­ცო­ლაც.

საქმეში ჩართულია პოლიციაც, თუმცა იქ არსებული კანონის მიხედვით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ძებ­ნის პრო­ცეს­ში ადა­მი­ა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 48 სა­ათ­ში ერ­თვე­ბი­ან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g