LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქართველი მიგრანტები ლეგალურად დასაქმების უფლებას მიიღებენ

371
italia

იტალიაში მილიონობით არალეგალურად დასაქმებული მიგრანტი, მათ შორის უამრავი ქართველი, ლეგალურად შრომის უფლებას მოიპოვებს.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს, რომლებიც ოფიციალური საბუთების გარეშე საქმიანობენ, სპეციალური დოკუმენტის მიღება შეეძლებათ, რაც მათ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას, ასევე იტალიის ჯანდაცვისა და სხვა სერვისებით სარგებლობის უფლებას მისცემს.

კანონის ინიციატორი იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვაა.

„Ce l’abbiamo fatta! – ჩვენ ეს გავაკეთეთ!“ – დაწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თავად ბელანოვამ და ამით მილიონობით მიგრანტს ამცნო, რომ ისინი იტალიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

ახალი კანონის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ მიგრანტები 6 თვით მიიღებენ ცხოვრების და მუშაობის ნებართვას.

აღსანიშნავია, რომ იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ის მიმდინარე სიახლეებს საზოგადოებას საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან მუდმივად აცნობეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g