იტალიელებმა შოკოლადის ფერარი გააკეთეს. ყველაზე გემრიელ ფესტივალს ქალაქი მოდენა მასპინძლობს და მის სტუმრებს ბევრი საინტერესო ნამუშევრის ნახვა შეუძლიათ.
ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონანტი არის მიხელ შუმახერის ავტომობილი, რომელიც 1:1-თან მასშტაბით დაამზადეს. შუმახერი დღემდე ყველაზე წარმატებულ და საყვარელ მრბოლელად ითვლება და ის განსაკუთრებით „ფერარის“ ფანებს უყვართ.
წელს გერმანელ ჩემპიონს 50 წელი შეუსრულდა და მისი სპორტქარის დამზადების ერთ-ერთი მიზეზი ეს ფაქტიც გახდა. აღსანიშნავია, რომ შუმახერის ავტომობილის ჩამოსხმას 2500 კგ. შოკოლადი დასჭირდა.
უზარმაზარი ერთადგილიანი Ferrari F2004 – ეს სწორედ ის ავტომობილია, რომლითაც შუმახერმა ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა.
სკულპტურა შოკოლადის გურუმ მირკო დელა ვეკიამ დაამზადა. მირკოს მიერ შექმნილი ნამუშევრები ნამდვილი ხელოვნები ნიმუშებია და გამონაკლისი არც „ფერარი“ გამხდარა.