LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელები „აუდის“ უნივერსალის ყველგანმავალს გააკეთებენ

audi

მილანში მდებარე ატელიემ Castagna თავისი ახალი პროექტის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. ყველგანმავალმა 6,3 ლიტრის მოცულობის W12 ძრავი მიიღო. დანარჩენი დეტალები კი ავტომობილის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

ახალი „აუდის“ სიძლიერე 500 ცხენის ძალა იქნება და აგრეგატი რვა დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. 0-დან პირველ „ასეულს“ ჩვეულებრივი Audi A8 – 4,7 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი სერიული უნივერსალი Audi A6-ია და ის ბენზინის ტურბოძრავითაა უზრუნველყოფილი. 3.0 აგრეგატი 7 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და უნივერსალს 100 კმ/სთ-ის განვითარება სულ რაღაც 5,3 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი ამ შემთხვევაშიც 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g