„თბილისში პირველად 2006 წელს ჩამოვედი, შემდეგ – 2010 წელს. ვხედავ ბევრ ცვლილებას და მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა,” – ამის შესახებ იტალიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომელიც თბილისში იმყოფება.
ანდრეა პირლო საქართველოში სარეკლამო კლიპში გადასაღებად ჩამოვიდა.
„მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა,“ – ასე შეაფასა პირლომ საქართველოში ვიზიტი.