ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მან ტრავმა მიიღო, რის გამოც, რომის ერთ-ერთ კლინიკაში განათავსეს.
შეგახსენებთ, ენიო მორიკონე მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსია. მას ორი „ოსკარი“ აქვს მიღებული. კომპოზიტორმა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის შექმნა კინომუსიკა, როგორებიცაა „ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“ და ა.შ..