იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც მისმა მენეჯერმა, დანილო მანკუსომ განაცხადა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა და ტოტო კუტუნიო მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„იტალიური მუსიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრა. მსოფლიოს მისი სიმღერები სამუდამოდ დარჩება“, – განაცხადა ტოტო კუტუნიოს მენეჯერმა.
ტოტო კუტუნიო მსოფლიოში ცნობილი გახდა ჰიტით “L’Italiano (Lasciatemi Cantare).
მომღერალს, სიმღერების ავტორს, იტალიის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არტისტად აღიარებულ შემსრულებელს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი მუსიკალური ალბომი აქვს გაყიდული.