LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი ქალბატონების სილამაზის საიდუმლო

572

ტემპერამენტული, გულღია და სიცოცხლიმოყვარულები – სწორედ ასეთები არიან ულამაზესი იტალიელ ქალები, რომელთაც მთელი მსოფლიო ეთაყვანება. საინტერესოა, როგორ ინარჩუნებენ სამხრეთელი ქალბატონები მარადიულ სილამაზეს და მომხიბვლელობას?

* წესი „მინუს 10“ – წესების დაცვაზე თავნება იტალიელები ყოველთვის უარს ამბობდნენ. ეტიკეტი, რომელიც ასაკოვან ქალებს მოკრძალებული ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს ტემპერამენტული სამხრეთელებისთვის პრაქტიკულად შეურაცხმყოფელია, რადგან ისინი საკუთარი წესით – „მინუს 10 წელი“ ცხოვრობენ და ნებისმიერ ასაკში კომპლექსების გარეშე ატარებენ მოკლე შარვლებს და ვიწრო კაბებს.

* აქსესუარების სიყვარული – იტალიელებს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ კლასიკური მოდელების, თუნდაც კოქტეილის მოკლე კაბის და მკაცრი პიჯაკის გარეშე, თუმცა აქსესუარებს ყოველთვის მრავალფეროვანს ირჩევენ. მოდური მზის სათვალე იტალიელების გარდერობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს უყვართ.

* იტალიური კერძები! – იტალიური სამზარეულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მსოფლიო კულინარიაში, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ იტალიელები დაბადებიდანვე ეჩვევიან გემრიელად მირთმევას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სერვირებას და სუფრასთან მოქცევის წესებს. არცერთი იტალიელი ქალი არ დაიწყებს ქუჩაში ჭამას და მითუმეტეს არ გაეკარება სწრაფი კვების ობიექტებს. საკუთარი სამზარეულოს უსაზღვრო სიყვარულით იტალიელები უარს ამბობენ დიეტაზე, შიმშილზე და ნებისმიერ შეზღუდვაზე, თუმცა, მაინც ახერხებენ ფანტასტიკური ფორმის შენარჩუნებას.

* რომანტიკული ავანტიურები – მე ქალი ვარ, ე.ი. მე ქალღმერთი ვარ! – სწორედ ამ პრინციპით ხელმზღვანელობენ იმპულსური იტალიელები, რომლებიც მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობენ, ყოველთვის მზად არიან თავით გადაეშვან სასიყვარულო თავგადასავლებში და არასდროს ნანობენ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ითვლებიან იტალიელი ბებოები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ მოხუცებად.

* გულწრფელი კომპლიმენტები – როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იტალიელები საკუთარ თმაზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე სახის მოვლაზე, რადგან ადრეული ნაოჭების პოზიტიურ იტალიელებს არა თუ ეშინიათ, არამედ მათში განსაკუთრებულ მომხიბვლელობასაც კი, ხედავენ. რაც სხვათაშორის მამაკაცებს დამსახურებიაა, რომლებიც აღმერთებენ საკუთარ ქალბატონებს, მუდმივად მათ სილამაზეზე საუბრობენ და არსდროს იშურებენ გულწრფელ კომპლიმენტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g