LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიიდან და გერმანიიდან ფულადი გზავნილები გაგვეზარდა

184
International-money-transfer-map-travel-dollar-content-660x330

2021 წლის სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წელთან შედარებით, 8.8 პროცენტით მოიმატა და 209.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 16.6 პროცენტით, 29.2 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სექტემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, ყაზახეთი და ყირგიზეთი გამოირჩეოდა, საიდანაც 204.8 პროცენტით  და 238.2 პროცენტით გაიზარდა ფულადი გზავნილები. გადმორიცხვები ასევე გაიზარდა რუსეთიდან, ხოლო თურქეთიდან და უკრაინიდან შემცირდა.

რაც შეეხება ევროკავშირს, საანგარიშო თვეში, ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 10.6 პროცენტით მოიმატა, რაც ძირითადად, 16.6 პროცენტით იტალიიდან და 44.1 პროცენტით გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. გაიზარდა ფულადი გზავნილები ასევე აშშ-დან და ისრაელიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g