იტალიის კუნძულ ისკიაზე, ქალაქ ლაკო ამენოში კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთი ახალშობილი.
კუნძულზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს. მაშველების განცხადებით, ტალახის სიღრმე ზოგ ადგილას 6 მეტრს აღწევს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
მომხდარის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მინისტრთა კაბინეტის სხდომა გამართა და სტიქიის შემდეგ დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად განკარგულება გამოსცა.
განკარგულება ითვალისწინებს პირველადი დახმარების პაკეტს 2 მილიონი ევროს ოდენობით და მოქალაქეებისთვის გადასახადების გადახდის წლის ბოლომდე შეჩერებას.