LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ბიზნესდელაგციის ვიზიტი საქართველოში

63

თბილისმა 18-20 მაისის ჩათვლით იტალიურ ბიზნესდელეგაციას უმასპინძლა. იტალიის ვაჭრობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში 15-მდე მსხვილი და საშუალო ზომის იტალიური კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებდონენ.

ბიზნესდელეგაციას სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანიები წარმოადგენდნ. ვიზიტის მიზანი იყო დელეგაცია გაცნობოდა საქართველოში აღნიშნული სექტორების განვითარების შესაძლებლობებს.

იტალიური კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ქართული სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლებთან.

როგორც ”ფორტუნას” იტალიის ვაჭრობის სააგენტოს დირექტორმა ლუიჯი დაპრეამ განუცხადა, იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) წარმომადგენლობა საქართველოში იტალიური საწარმოების პოპულარიზაციას ახორციელებს.

”საქართველო არის ძალიან სასიამოვნო ქვეყანა ძალიან დიდი შესაძლებლობებით. ეს არის ჩვენი – იტალიელი დამსაქმებლების პირველი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვყავს ორი დელეგაცია, რომელიც მოიცავს მშენებლობას და არქიტექურა-ინტერიერის დიზანს. ეს კი არის იტალიელების უპირატესობა მთელ მსოფლიოში. საქართველოში, გამოფენებში მონაწილეობა და ვორქშოპები ძალიან საინტერესოა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდება” – განუცხადა ”ფორტუნას” ლუიჯი დაპრეამ.

იტალიის ვაჭრობის სააგენტო იტალიის სამთავრობო უწყებაა, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა Made in Italy-ს პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში წელს გაიხსნა და მისი მიზანია იტალიურ და ქართულ კომპანიებს ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g