LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ბრენდი Moncler საქართველოში შეიკერება

477
ll

საქართველოში იტალიური ბრენდის Moncler-ის სამოსის შეკერვა იგეგმება. პროექტზე ქართული სამკერვალო „იმერი“ მუშაობს, ინფორმაციას კი „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ზაზა გვენეტაძე ამბობს, ცნობილ იტალიურ ბრენდთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„უკვე გავლილი გვაქვს აუდიტიც. პანდემიის გამო ვერ შევძელით შეკვეთების დაწყება. სავარაუდოდ, ზაფხულიდან გარკვეული იქნება საკითხები. ამის შემდეგ საწარმოში დაახლოებით, 500-550 თანამშრომელი დაგვჭირდება, რათა მათი შეკვეთები დავამზადოთ. შესაბამისად, დამატებით, 80-დან 100-მდე ადამიანს დავასაქმებთ“,- განაცხადა ზაზა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული საწარმო ხელშეკრულებას მსოფლიოში ტანსაცმლის ცნობილ ბრენდთან აფორმებს და მის სამოსს ჩვენს ქვეყანაში კერავს. სხვადასხვა ქართული სამკერვალოები ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობენ, როგორებიცაა: „პუმა“, “ლოტო“, „ზარა“, „მარკ სპენსერი“ და სხვა…

რაც შეეხება თავად „იმერის“ პროდუქციას, მისი 95% ექსპორტზე ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის. დარჩენილი 5%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია “ლებეკთან”, რომელიც დღემდე მისი ერთ-ერთ უმსხვილესი დამკვეთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები