ცნობილი იტალიური ბრენდის Ponte Vecchio მაღაზია უკვე საქართველოშია.
”ეს არის მაღაზია, სადაც მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ დახვეწილ, ელეგანტურ სამკაულებზე”- განაცხადა Ponte Vecchio-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინა პერტენავამ.
ასევე პერტენავამ აღნიშნა, რომ ნაკეთობებში გამოყენებულია ოქრო და ძვირფასი თვლები, რაც ორიგინალურს ხდის პროდუქციას, თუმცა მთავარი, პერტენავას თქმით, ხარისხია, ასევე ფასები, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია.
Ponte Vecchio-ში მომხმარებელს საშუალება მიეცემა შეიძინოს HARRY WINSTON,TIFFANY&CO, CARTIER, CHANEL, DE GRISOGONO, FABERGE, MIKIMOTO, AARON BASHA, BARAKA, GIORGIO VISCONTI და სხვა პრემიუმ ბრენდები.
პროდუქცია იტალიაში ირჩევა და ამის შემდეგ ჩამოდის საქართველოში.
Ponte Vecchio-ში სასურველი პროდუქციის შესაძენად მსურველები მაღაზიას აბაშიძის N46-ში უნდა მივიდნენ.