„იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენები გადასცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძესა და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ ხელმძღვანელს მაია ჯიჯავას“ – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ეს ჯილდო ბერიკა შუკაკიძესა და მაია ჯიჯავას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა იტალიური ენის პოპულარიზაციაში და ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების განვითარებასა და გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის:
„იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეულის აღნიშვნა საქართველოში განსაკუთრებული ღონისძიებით დასრულდა:
იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენები გადასცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძესა და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ ხელმძღვანელს მაია ჯიჯავას.
ეს ჯილდო ბერიკა შუკაკიძესა და მაია ჯიჯავას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა იტალიური ენის პოპულარიზაციაში და ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების განვითარებასა და გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის“- ნათქვამია ინფორმაციაში.