LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფი – „რიკი ე პოვერი“ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტს გამართავს

526
რიკი ე პოვერი ~

2024 წლის 17 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე  თბილისის საკონცერტო დარბაზში  საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ მოწვევითა და ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოლო კონცერტს გამართავს  იტალიური ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფი ,,რიკი ე პოვერი“ (Ricchi e Poveri). პოპ ჯგუფი  1967 წელს შეიქმნა და  განსაკუთრებულ პოპულარობას  1970-1980-იან წლებში მიაღწია. ჯგუფს არსებობის მანძილზე  გაყიდული აქვს 22 მილიონზე მეტი ალბომი.

თავდაპირველად, ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგებოდა, მოგვიანებით, ტრიოს სახით ევლინებოდა მაყურებელს.

ანჯელო სოჯუს და ანგელა ბრამბატის დუეტი 2016 წლიდან იწყებს შემოქმედებით კარიერას.

დუეტის დებიუტი გასართობ შოუ Music Quiz-ში შედგა, სადაც შემსრულებლებმა  წარმოადგინეს თავიანთი ახალი სინგლი “Marikita”, ეს იყო ჯგუფის მიერ ჩაწერილი პირველი გამოუქვეყნებელი სიმღერა მას შემდეგ, რაც ფრანკო გატიმ  ჯგუფი დატოვა.

პერიოდულად ჯგუფი – ,,რიკი ე პოვერი“ კვარტეტის სახით ევლინებოდა მაყურებელს, 2021 წლის გაზაფხულზე, Ricchi e Poveri კვლავ გახდა დუეტი, ანჯელო სოჯუსა და ანგელა ბრამბატის შემადგენლობით.

2024 წლის თებერვალში დუეტი   32 წლის მანძილზე, პირველად გამოვიდა  ,,სანრემოს“ ფესტივალზე სიმღერით და მისი ვიდეო კლიპით  “Ma non tutta la vita” (“მაგრამ არა მთელი ჩემი ცხოვრება”).

პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ მიერ.

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 11 წელია ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდს განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი პროექტი. არსებობის 11 წლიანი ისტორიის მანძილზე, ფონდი ყველა ინიციატივას ახორციელებს ნოლი ბიუჯეტით, მეგობარი/სპონსორი კომპანიების დახმარებით, ღონისძიებებიდან შემოსულ თანხას კი ურიცხავს შერჩეულ ბენეფიციარებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები