იტალიურმა მაღაზიამ ”La Scala Showroom“ სრულ კოლექციაზე გრანდიოზული ფასდაკლება გამოაცხადა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლება მაღაზიაში არსებულ სრულ კოლექციაზე ვრცელდება.
მისივე თქმით, ფასდაკლებულ კოლექციაში შედის, როგორც ზამთრის, ასევე საგაზაფხულო კოლექციაც, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შემოემატა მაღაზიას.
მარტის დასაწყისში კი კვლავ განახლდება საგაზაფხულო კოლექცია და მომხმარებელს საშუალება ექნება კვლავ შეიძინოს მისთვის სასურველი მოდელები.
ამჟამად, ფასდაკლებულ კოლექციაში შედის: ზამთრის მანტოები, ჟაკეტები, სხვადასხვა დიზაინის ზედები, ასევე ჩანთები.
”ჩვენთან წარმოდგენილი გვაქვს ლუქს ბრენდები: Armani,Versace,Balenciaga, Gucci,Loriblu,RoccoBarrocco. და ა.შ.
იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მოდელის ლიმიტირებული რაოდენობა გვაქვს, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ,რადგან ფროდუქციას, რომელსაც ჩვენთან შეიძენენ, სხვას არ ეცმევა”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მაღაზიის მისამართია ჩიქოვანის N16.